
უძრავი ქონება
სტრატეგიული უძრავი ქონების აქტივების შექმნა, განვითარება და მართვა.
„INVIA-ს უძრავი ქონების განვითარების მიმართულება აერთიანებს MP Development-ისა და Biograpi Living-ის შესაძლებლობებს. შედეგად იქმნება სრულად ინტეგრირებული პლატფორმა, რომელიც მოიცავს ინვესტიციებს უძრავ ქონებაში, განვითარებასა და გრძელვადიანი აქტივების შექმნას.
ამ სტრუქტურის ფარგლებში, MP Development ფოკუსირებულია მიწის სტრატეგიულ შესყიდვაზე, კომერციულ უძრავ ქონებასა და ფართომასშტაბიან დეველოპერულ ინფრასტრუქტურაზე. Biograpi Living კი წარმოადგენს პორტფელის საცხოვრებელ, ცხოვრების სტილზე ორიენტირებულ სეგმენტს, რომლის ცენტრალური ღირებულებებია დიზაინის ხარისხი, კომფორტი და საზოგადოებაზე ორიენტირებული გარემო.
ეს ინტეგრირებული მოდელი საშუალებას აძლევს INVIA-ს განახორციელოს პროექტები, რომლებიც ერთდროულად კომერციულად მყარია და შინაარსობრივად ღირებული. საინვესტიციო შესაძლებლობასა და მომხმარებელზე ორიენტირებული განვითარების ბალანსით, კომპანია კიდევ უფრო იმყარებს პოზიციებს უძრავი ქონების სექტორში.“
Check the website:
BIOGRAPI.GE

9,800
საცხოვრებელი ბინა
ბინა მშენებლობის ეტაპზე
220, 000 m2
მთლიანი საცხოვრებელი არეა
კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი
45, 000 m2
კომერციული ფართი
კვადრატული მეტრი კომერციული ფართი
105$ მილიონი
ინვესტიცია
საცხოვრებელი და კომერციული პროექტებისთვის განკუთვნილ ინვესტირებული კაპიტალი
MP Development
მიდგომა და Invia-ს როლი
Biograpi Living-ის პროექტები იქმნება ფუნქციურ დაგეგმარებაზე, არქიტექტურულ თვითმყოფადობასა და მდგრად განვითარებაზე ურბანული აქცენტებით.. კონცეფციის შემუშავებიდან პროექტის დასრულებამდე, დეველოპმენტის პროცესში პრიორიტეტი ენიჭება გრძელვადიან ექსპლუატაციას, მშენებლობის ხარისხსა და ჰარმონიულ შერწყმას არსებულ ურბანულ გარემოსთან.
Invia-ს უძრავი ქონების ეკოსისტემაში Biograpi Living წარმოადგენს დეველოპმენტზე ორიენტირებულ რგოლს, რომელიც ავსებს ჰოლდინგის აქტივების მფლობელობისა და ოპერაციული მართვის მიმართულებებს. მისი როლი ახალი საცხოვრებელი აქტივების შექმნაა.
ცხოვრების ხარისხი და ვიზუალური იდენტობა
Biograpi Living-ის მიმდინარე საცხოვრებელი პროექტებში ხაზგასმულია არქიტექტურული დეტალები, სივრცითი დაგეგმარება და პროექტების ინტეგრაცია ურბანულ გარემოში. საცხოვრებელი კომპლექსების განვითარებისას გათვალისწინებულია ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები, გამძლე მასალები და გრძელვადიანი მოვლა-პატრონობის ასპექტები.



