მნიშვნელოვანი ეტაპი INVIA-სთვის და თბილისის უძრავი ქონების ბაზრისთვის

მნიშვნელოვანი ეტაპი INVIA-სთვის და თბილისის უძრავი ქონების ბაზრისთვის

თბილისში გამართული სპეციალური ღონისძიებით აღინიშნა „ტრამპ თაუერ თბილისის“ საერთაშორისო პრეზენტაცია — ეს არის პირველი პროექტი საქართველოში, რომელიც „ტრამპის“ ბრენდის ქვეშ ხორციელდება.

„ტრამპ თაუერ თბილისი“ იქნება პირველი ცათამბჯენი მასშტაბური პროექტის, „დაუნთაუნ თბილისის“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში პრემიუმ კლასის უძრავი ქონების ახალ საერთაშორისო სტანდარტს დაამკვიდრებს და თბილისის ცენტრალური ნაწილის ტრანსფორმაციის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს ჩაუყრის საფუძველს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ „ტრამპ ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტები — ლოურენს ჯ. გლიკი, რონ ლიბერმანი და მაიკ ვერგარა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორები, საერთაშორისო სტუმრები და გავლენიანი პირები, ბიზნესსაზოგადოების წევრები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.

პროექტი „ტრამპ ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით ხორციელდება, ხოლო პროექტის მთავარი პარტნიორები და დეველოპერები არიან კომპანიები INVIA და „არქი“. პროექტში თანადეველოპერის სტატუსით ჩაერთო „საპირ ორგანიზაცია“, ხოლო ინვესტორებს შორის არიან Block Stone Capital, Finvest და Vector Group.

INVIA-სთვის „ტრამპ თაუერ თბილისი“ ჯგუფის მასშტაბური უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით გაფართოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ასახავს ჩვენს ამბიციას, წვლილი შევიტანოთ ისეთ გამორჩეულ პროექტებში, რომლებიც თბილისისა და საქართველოს მომავალს განსაზღვრავს.

‍

Cookies

We use cookies to improve your experience on our website. By continuing to browse, you agree to our use of cookies for personalized content, ads, and analytics. For more information, please review our Cookies Policy.

OK, Let’s Go