კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია

კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია

TBC Capital, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, საქართველოს ეროვნული ბანკიმასპინძლობს კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციას უკვე მეორედ - კაპიტალის ბაზრების უმსხვილეს პლატფორმას კავკასიის რეგიონში.


პირველ კონფერენციაზე საერთაშორისო საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, 2026 წლის კონფერენცია ბრუნდება გაფართოებული რეგიონული ფორმატით და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და უზბეკეთზე.


კონფერენცია გააერთიანებს 400-ზე მეტ წამყვან საბაზრო მონაწილეს საქართველოდან, ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან.


დადასტურებულ მომხსენებლებს შორის არიან მაღალი რანგის წარმომადგენლები შემდეგი ორგანიზაციებიდან: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, ICBC, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins.

‍

Cookies

We use cookies to improve your experience on our website. By continuing to browse, you agree to our use of cookies for personalized content, ads, and analytics. For more information, please review our Cookies Policy.

OK, Let’s Go