თბილისის კიდევ ერთი უბნის გაცოცხლებული ისტორია
February 5, 2025
|
New and Events
.webp)
„ბიოგრაფი ლივინგის“ თითოეული პროექტის კონცეფცია დაკავშირებულია მისი ადგილმდებარეობის ისტორიულ იდენტობასთან. ჩვენი მეოთხე, მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი „ჰისნი“ თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ისანში შენდება – ადგილას, რომელსაც მდიდარი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. „ჰისნის“ უნიკალურ ხასიათს განსაზღვრავს მისი მდებარეობა, ეკოლოგიურად სუფთა და გამწვანებული გარემო და დახვეწილი დიზაინი. დღევანდელ ბლოგში უფრო მეტს მოგიყვებით იმ სიმბოლოებზე, რომლებიც „ჰისნის“ ვიზუალურ იდენტობაში გაცოცხლდა.
ისტორია „ჰისნის“ მიღმა
„ჰისნის“ პროექტის ვიზუალურ იდენტობაზე გავლენა მოახდინა შემდეგმა ელემენტებმა:
- მრავალფეროვანი კულტურებისა და უძველესი ქართული სიმბოლოების სინთეზი
- გამწვანებული სივრცეები და რეკრეაციული ზონები პროექტის ტერიტორიაზე
- ტრამვაისა და ტროლეიბუსის დეპოს ადგილმდებარეობა
ადგილმდებარეობის ისტორია
„ჰისნი“ მდებარეობს ისანში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, #69-ში. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ქუჩა წმინდა ქეთევან დედოფლის სახელს ატარებს. ისტორიულ წყაროებში ისანი, როგორც უბანი, პირველად მე-11 საუკუნეში მოიხსენიება. არაბთა ბატონობის პერიოდში დასახლება გალავნითა და თხრილით გამაგრდა, რის გამოც მას არაბულად „ჰისნი“ ეწოდა, რაც „ციხესიმაგრეს“ ნიშნავს, ქართულად კი – „ისანს“. გვიან შუა საუკუნეებში ეს ტერიტორია მეტეხის სახელით იყო ცნობილი. მტკვრის პირას, კლდეზე აღმართული იყო მეფის სასახლე, სამეფო ეკლესია და მეტეხის ტაძარი, რომელიც დღეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლია. საუკუნეების ცვლასთან ერთად, უბნების სახელწოდებებიც იცვლებოდა. მე-20 საუკუნეში, ურბანიზაციის პერიოდში, მეტეხის უბნის თავდაპირველი სახელი – ისანი – იმ ტერიტორიას ეწოდა, რომელსაც დღეს თანამედროვე ისანს ვუწოდებთ.
ეს მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება ადვილად მისადგომ, სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას. „ჰისნის“ გარშემო თავმოყრილი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები, როგორიცაა:
- მეტროსადგური „ისანი“
- „ისანი მოლი“
- ქეთევან დედოფლის გამზირი
- მეტროსადგური „300 არაგველი“
- პარკები, სკოლები და უნივერსიტეტები
- სამედიცინო დაწესებულებები
- ძველი თბილისი
- აეროპორტი


.webp)

